კანის კინოფესტივალის 79-ე დაჯილდოვების გამარჯვებულები ცნობილია.
წლევანდელი ფესტივალის "ოქროს პალმის ეტო" რუმინელ რეჟისორს კრისტიან მუნჯიუს ფილმ "ფიორდისთვის" გადაეცა.
ყველა ნომინაციის გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება:
- ოქროს პალმის რტო“ — „ფიორდი“
- გრან-პრი — „მინოტავრი“
- ჟიურის პრიზი — „ოცნების თავგადასავალი“
- საუკეთესო რეჟისურა — „შავი ბურთი“ (ხავიერ ამბროსი, ხავიერ კალვო) და „მამული“ (პაველ პავლიკოვსკი)
- მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი — ვალენტენ კამპანი და ემანუელ მაჩია („მშიშარა“)
- ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი — ვირჟინი ეფირა და ტაო ოკამოტო („უეცრად“)
- საუკეთესო სცენარი — „ჩვენი ხსნა“
- „ოქროს კამერა“ (პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის) — „ღმერთის შვილები“ (მარი-კლემენტინა დიუსაბეჟამბო)
- „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის — For the Opponents (ფედერიკო ლუის ტაჩელია)
სექცია „განსაკუთრებული ხედვის“ გამარჯვებულები
- საუკეთესო ფილმი — „კვლავ და კვლავ“
- ჟიურის პრიზი — „სპილოები ნისლში“
- ჟიურის სპეციალური პრიზი — „კორსეტი“
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი — ბრედლი ფიომონა დემბოსე („ბიჭი კონგოდან“)
- საუკეთესო მსახიობი ქალი — მარინა დე ტავირა, დანიელა მარინ ნავარო და მარიანხელ ვილიეგასი („მე ყოველთვის ზურგს გაგიმაგრებ“)
